მამიშლო

 

მამიშლო, სოფელი ქვემო ქართლის რეგიონის დმანისის მუნიციპალიტეტში (ამამლოს თემი), დმანისის პლატოზე, მდ. ყარასუს მარჯვ. მხარეს. ზ. დ. 1100 მ, დმანისიდან 10 კმ, კაზრეთიდან (უახლოესი რკინიგზის სადგ.) 21 კმ. 332 მცხ. (2014). სოფლის სახელწოდება დატანილია 1898 რუსეთის ერთვერსიან რუკაზე (хут. „Мамишло“).