მამკოდა

 

მამკოდა, სოფელი მცხეთა-მთიანეთის რეგიონის მცხეთის მუნიციპალიტეტში (ცხვარიჭამიას თემი), მდ. გლდანისხევის მარჯვ. მხარეს. ზ. დ. 700 მ. 91 მცხ. (2014). 2007-მდე ექვემდებარებოდა სოფ. გლდანის საკრებულოს.

სოფლის ჩრდ.-აღმ-ით 5 კმ-ში, გლდანი – თიანეთის გზის მარჯვ. მხარეს, მდებარეობს მამკოდის სამონასტრო კომპლექსი, რ-ის შემადგენლობაში შედის ღვთისმშობლის და წმ. გიორგის ეკლესიები, სამრეკლო, გაურკვეველი დანიშნულების ნაგებობები და გალავნის ფრაგმენტები.