მამრობითი გვიმრა, ჩადუნა, (Dryopteris filix-mas), მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარე ასპიდიუმისებრთა ოჯახისა. იზრდება ევრაზიისა და ჩრდ. ამერიკის ტყის ზონაში. ჩადუნა Dryopteris-ის გვარის ტიპური სახეობაა. იგი ჩვენში ყველაზე ფართოდ გავრცელებული გვიმრაა, ამის გამო თვით გვარსაც ჩადუნა ეწოდება და 150-მდე სახეობას მოიცავს. გვხვდება დედამიწის ზომიერ და ტროპ. ზონებში.
საქართველოში გვხვდება 9 სახეობა. ჩადუნას გარდა ფართოდაა გავრცელებული D. carthusiana (ადრე D. spinulosa). მაღალ მთებში გვხვდება კავკასიური ენდემი D. oreades, მთის ქვედა და შუა სარტყელში – D. borreri. საქართველოში აღწერილი 3 სხვა სახეობა გავრცელებულია თურქეთშიც.
ი. მიქელაძე