მამულია ერმალოზ ივანეს ძე

მამულია ერმალოზ ივანეს ძე [31. I (13. II). 1909, სოფ. ფოცხო, ახლანდ. სენაკის მუნიციპალიტეტი, – გ. წ. უცნობია], გეოდეზისტი. საქართვ. დამს. ინჟინერი (1961), სსრკ სახელმწ. პრემიის ლაურეატი (1977). დაამთავრა მოსკ. გეოდეზიის ინ-ტი (1933). 1951-მდე მუშაობდა მოსკ. მეტროპოლიტენისა და შავიზღვისპირა რკინიგზის მაგისტრალის გვირაბების მშენებლობაზე. 1951–68 იყო „თბილგვირაბმშენის“ მარკშაიდერი. სსრკ-ში პირველი უნიკალური კომპლექსის, ახალი ათონის მღვიმის ათვისებისა და ინფრასტრუქტურის შექმნისათვის მეცნიერთა და მშენებელთა ჯგუფთან ერთად. მიენიჭა სსრკ სახელმწ. პრემია. მიღებული აქვს სხვა სახელმწ. ჯილდოები.