მამულია სამსონ ანდრიას ძე (30. VI. 1891, სოფ. ფოცხო, ახლანდ. სენაკის მუნიციპ. – 14. XI. 1937, თბილისი), საბჭოთა სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე. რსდმპ(ბ) წევრი 1917-იდან. მონაწილეობდა რევ. მოძრაობაში ჩრდ. კავკასიაში (1917 ივნისამდე) და საქართველოში. 1919 სათავეში ჩაუდგა სენაკის ბოლშევიკურ სამაზრო კომიტეტს და იბრძოდა მენშევიკების წინააღმდეგ, რისთვისაც ორჯერ დააპატიმრეს. 1920 სექტემბერში საქართველოს მენშევიკურმა მთავრობამ ბაქოში გადაასახლა. მუშაობდა თავდაპირველად აზერბაიჯანის განათლების სახალხო კომისარიატში, შემდეგ კი გაზეთ „კომუნისტის“ რედაქციაში. საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ) იყო საქ. კპ(ბ) სენაკის რაიკომის აღმასრ. მდივანი (1921–22), 1922 – საქ. კპ(ბ) ცკ-ის მდივანი, 1929–30 – საქ. კპ(ბ) აჭარის საოლქო კომიტეტის პირველი მდივანი, 1930–31 – საქ. კპ(ბ) ცკ-ის ჯერ მეორე, შემდეგ პირველი მდივანი, 1931 – საქ. კპ(ბ) ტფილისის საქალაქო კომიტეტის პირველი მდივანი. იყო დიდი საბჭ. ენციკლოპედიის კომისიის წევრი. 1935-იდან სამეცნ. მოღვაწეობას ეწეოდა მოსკოვში. იყო საქ. კპ(ბ) I–VII ყრილობების დელეგატი, ამიერკავკასიის ცაკის წევრი.
საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლი.