მამუჩიშვილი ინგა გოდერძის ასული

მამუჩიშვილი ინგა გოდერძის ასული (დ. 17. VI. 1962, თბილისი), პედიატრი. მედ. მეცნ. დოქტორი (2007). 1988 დაამთავრა მოსკოვის II სამედ. ინ-ტი. 1991 მუშაობდა თბილ. კრწანისის რ-ნის მთ. პედიატრად, ამავე წელს – არაბეთის გაერთიანებული ემირატების წითელი ჯვრის კლინიკის პედიატრად. იყო თსსუ-ის სამკურნ. ფაკ-ტის პედიატრიის კათედრის ასისტენტი (1996–2004), დოცენტი (2004–06), პროფესორი (2008), ძმები ზუბალაშვილების სახ. პედიატრიული კლინიკის დირექტორი (2004–11), საქართვ. ეროვნ. უნ-ტის პროფესორი (2011–19), მაღალი ტექნოლოგიების საუნივერსიტეტო კლინიკის კონსულტანტი (2011–15), 2015–17 მუშაობდა კლინიკა „Medical House“-ში, 2017-იდან – „მზიურ მედიში“, 2019-იდან ხელმძღვანელობს კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალსის“ პედიატრიულ ამბულატორიულ დეპარტამენტს.

მ. არის სამეცნ. ნაშრომების ავტორი, რ-ებიც ძირითადად ეხება პედიატრიის, ალერგოლოგია-იმუნოლოგიის, სამედ. ეკოლოგიის აქტუალურ საკითხებს.

მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები, 2016 დასახელდა წლის საუკეთესო პედიატრად.

თხზ.: სტრეს-მაინდუცირებელი რისკ-ფაქტორების მოქმედება ბავშვთა და მოზარდთა ჯანმრთელობაზე, თბ., 2008.