მამფორია ფილიპე დიმიტრის ძე [25. X (7. XI). 1904, სოფ. ჩხოროწყუ, ახლანდ. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი, – 16. XII. 1984, თბილისი], აგრონომ-სელექციონერი. ბიოლ. მეცნ. დოქტორი (1953), პროფესორი (1956), მეცნ. დამს. მოღვაწე (1961), საქართვ. სახელმწ. პრემიის ლაურეატი. 1932 დაამთავრა თბილ. სუბტროპ. კულტურების საკავშ. ინ-ტი. 1935–55 მუშაობდა საქართვ. სას.-სამ. ინ-ტის სელექცია-მეთესლეობის კათედრაზე ასისტენტად, შემდეგ – დოცენტად. 1955-იდან იყო საქართვ. სუბტროპ. მეურნ. ინ-ტის გენეტიკისა და სელექციის კათედრის გამგე. დაამუშავა ციტრუსოვან მცენარეთა სომატური ჰიბრიდიზაციის (ვეგეტაციური ჰიბრიდიზაცია) თეორ. და პრაქტ. საკითხები. ნაშრომისთვის „ლიმონის ახალი ჯიშის – დიოსკურიის გამოყვანა და დანერგვა საქ. სსრ მრეწველობაში“ მიენიჭა სახელმწ. პრემია. დაჯილდოებულია ლენინის ორდენით.
გ. თოდუა