მამძიშხის ქედი, ქედი აფხაზეთის არ-ის გაგრის მუნიციპალიტეტში. წარმოადგენს გაგრის ქედის სამხრეთ განშტოებას. უმაღლესი მწვერვალია მთა შაბაშხა (ზ. დ. 1970 მ). ქედი აგებულია ზედაცარცული კირქვებითა და ქვიშაქვებით, კალთები შემოსილია რელიქტური კოლხური ტყით, თხემი დაფარულია სუბალპ. მდელოებით.