მანაგაძე ბორის კონსტანტინეს ძე (31. XII. 1914, ქუთაისი, – 5. VIII. 1991, თბილისი), მხატვარი. საქართველოს დამს. მხატვარი. დაამთავრა თბილ. სახელმწ. სამხატვრო აკადემია (1940). სამხატვრო გამოფენებში მონაწილეობდა 1953-იდან. მნიშვნელოვანი ნამუშევრებია: „ჩაის პლანტაციებზე“ (1960), „ლაჯანურჰესის მშენებლობა“ (1961), „ქსნის ციხე“, „ბერლინის დაცემა. 1945 წელი“ (ორივე 1964), „შოთა რუსთაველი“, „პოეტ გ. ლეონიძის პორტრეტი“ (ორივე 1966), „არც ერთი ნაბიჯი უკან“ (1975), „განახლებული მიწა“ (1979) და სხვ. გააფორმა „პალესტინის სიძველეთა საიდუმლოება` (1966), სადაც აღწერილია XX ს. 60-იან წლებში პალესტინასა და ისრაელში შემორჩენილი ქართ. კულტურის კვალი. მ-ის ნამუშევრები დაცულია დ. შევარდნაძის სახ. საქართვ. ეროვნ. გალერეაში, საქართვ. თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწ. და ომსკის სახელმწ. ისტ.-მხარეთმცოდნეობის მუზეუმებში.