მანაგაძე ლავრენტი (ლაურ) გიორგის ძე (14. X. 1944, თბილისი, – 7. VIII. 2019, იქვე), უროლოგი. საქართვ. მეცნ. ეროვნ. აკადემიის აკადემიკოსი (2013). მედ. მეცნ. დოქტორი (1981), პროფესორი (1988), საქართვ. სახელმწ. პრემიის ლაურეატი (2004).
1967 დაამთავრა ი. სეჩენოვის სახ. მოსკოვის I სამედ. ინ-ტი. 1970 –72 მუშაობდა სსრკ სამედ. აკადემიის ორგანოთა და ქსოვილთა გადანერგვის ლაბორატორიის უმცრ. მეცნიერ თანამშრომლად; 1972–74 – კ. ერისთავის სახ. ექსპერ. და კლინ. ქირურგიის ინ-ტის უფრ. მეცნ. თანამშრომლად, 1974–84 – ხელმძღვანელად. 1984–85 იყო ამავე ინ-ტის დირექტორის მოადგილე, 1985–2000 – ა. წულუკიძის სახ. უროლოგიის ინ-ტის დირექტორი, შემდგომ (2000–04) – უროლოგიის ეროვნ. ცენტრის სამეცნ. ხელმძღვანელი, 2004–06 – სამეთვალყურეო საბჭოს თავ-რე, 2007–11 – გენ. დირექტორი, 2012–19 – უროლოგიის ეროვნ. ცენტრის დირექტორი. 1991–92 – თსსი-ის რექტორი, 1998 – თსუ-ის მედიცინის ფაკ-ტის უროლოგიის კათედრის გამგე, 2006–12 – დეპარტამენტის სრული პროფესორი.
მ. არის 1 სახელმძღვანელოს, 4 გამოგონებისა და სამეცნ. ნაშრომების ავტორი. მისი სამეცნ. ინტერესების სფერო იყო ონკოუროლოგია, ენდოსკოპიური, მ. შ. ლაპაროსკოპიული და პერკუტანული ქირურგია, შარდკენჭოვანი დაავადებების მკურნალობა, ბავშვთა უროლოგია, თირკმლის ტრანსპლანტაცია.
მ. იყო მრავალი დარგობრივი აკადემიის, სამეცნ. ორგანიზაციისა და ასოციაციის წევრი; საქართვ. უროლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი (2000). მიღებული ჰქონდა სახელმწ. ჯილდოები, მ. შ. ღირსების ორდენი (1997).