მანანა, XVIII ს. პოეტი ქალი. დაიბადა სოფ. ძევერაში, გორის მახლობლად. მოღწეულია მისი რამდენიმე ლექსი, რ-ებიც ხანდაზმულობისას შეუთხზავს. მ-ს პოეზიას ახასიათებს რელიგ.-მისტ. განწყობილება, ორიგინ. თემატიკის ძიება, სკეპტიციზმი. ლექსი „შაირნი“ ეძღვნება ერეკლე II-ის სამხ. ძლიერებასა და პიროვნულ სიდიადეს. ხალხურ პოეზიაში ვარიანტების სახით გავრცელდა მ-ს გაბაასების ჟანრის ნაწარმოები „მანანასაგან ციების ბაასი“. მისი ლექსები გამართულია რუსთველური 16-მარცვლიანი შაირით.
ლიტ.: ასათიანი ლ., ძველი საქართველოს პოეტი ქალები, გამოკვლევა და ტექსტები, [თბ.], 1936.
გ. მიქაძე