მანგაავცაგი

მანგაავცაგი, უღელტეხილი ჯავის მუნიციპალიტეტში, გუდისის ქედზე, მდ-ების – ბრითათიდონისა და პატარა ლიახვის ხეობებს შორის. ზ. დ. 3140 მ. აგებულია ზედაიურული ფიქლებითა და მერგელებით. კალთები შემოსილია სუბალპ. მდელოებით, ჩანს გამყინვარების კვალიც.

მ. მელიქსეთბეგი