მანგაავცაგი

მანგაავცაგი, მთა ჯავისა და ერედვის მუნიციპალიტეტების საზღვარზე, მდ-ების – პატარა ლიახვისა და ბრითათიდონის (დიდი ლიახვის აუზი) წყალგამყოფ გერმუხის ქედზე. ზ.დ. 3339 მ. აგებულია ზედაიურული და ქვედაცარცული ფლიშური წყებებით. ჩრდ. კალთებზე ჩანს გამყინვარების კვალი. მთის კალთები დაფარულია ტყით, თხემი კი – ალპ. მდელოებით.

ლ. მარუაშვილი