მანგალიციური ღორი, მანგალიცა, საქონე მიმართულების ღორი. გავრცელებულია უნგრეთში, რუმინეთში, ჩეხეთში, სლოვაკეთში, ბულგარეთში, ალბანეთში და სხვ.
საქართველოში შემოყვანილია 1948. მომთაბარე მეღორეობის რ-ნებში ხალასად მოშენებისას და კახურთან შეჯვარებით კარგ შედეგს იძლევა. მ. ღ-ს გრუზა ჯაგართან ერთად თივთიკიც აქვს, რ-იც იცავს სიცივისაგან. კარგად ეგუება მომთაბარეობას. იკვებება ტყის ნაყოფით. საკვებისადმი ნაკლებმომთხოვნია. ნაყოფიერება – 6–8 გოჭი, მერძეულობა 40–50 კგ, კერატის ცოცხალი მასა 160–180 კგ, ნეზვისა – 120–150 კგ.
ლ. ბოდოკია