მანგლისის ხევი, ადმინისტრაციული ერთეული, რომელიც მოიცავდა ძირითადად ალგეთის ხეობას და ვერეს (სკვირეთის) ხეობის დიდ ნაწილს. სახელი ეწოდა მნიშვნელოვანი პუნქტის – მანგლისის გავლენით. მ. ხ. პირველად მოიხსენიება VII ს. სომხურ გეოგრაფიაში, რ-ის მიხედვით „...ის მოქცეული იყო ტანას ხევსა და ქვეშის ხევს შორის, ჩრდ.-აღმ-იდან მას თბილისის ქვეყანა ესაზღვრებოდა“. მ. ხ-ის შესახებ ცნობებს გვაწვდის ჰაბიბ იბნ მასლამას „დაცვის სიგელი“.
ლიტ.: თოდრია თ., მანგლისის ხევი, „ძეგლის მეგობარი“, 1970, № 21.