მანდიკორი, სოფელი იმერეთის რეგიონის ტყიბულის მუნიციპალიტეტში (ორპირის თემი). მდებარეობს იმერეთის ჩრდ. მთისწინეთზე, მდ. ჭალის (მდ. წყალწითელას მარჯვ. შენაკადი) მარჯვ. ნაპირზე. ზ. დ. 420 მ, 119 მცხ. (2014). ტყიბულიდან 26 კმ, ორპირიდან (უახლოესი რკინიგზის სადგ.) 5 კმ.
წყაროებში პირველად დამოწმებულია 1650 ახლო ხანის ერთი ეკლესიის საბუთში.
თ. ბერაძე