მანდოლინა

მანდოლინა

მანდოლინა (იტალ. mandolino), იტალიური ჩამოსაკრავი ოთხსიმიანი მუსიკალური საკრავი. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ხალხ. საკრავი. საბოლოო სახით ჩამოყალიბდა XVII–XVIII სს-ში. არსებობს მ-ის რამდენიმე სახეობა. ყველაზე პოპულარულია ნეაპოლური მ., რ-საც აქვს ოვალური კორპუსი, 4 წყვილი სიმი, მოკლე ყელი, ლითონის ჩაჭდობილკილოებიანი გრიფი, მექანიკურრგოლებიანი ბრტყელი თავი. საერთო სიგრძეა 610–635 მმ. ვიოლინოს მსგავსად წყობა კვინტურია. უკრავენ პლექტრის (რქის პატარა ფირფიტა) მეშვეობით. მ-თვის ქმნიდნენ ნაწარმოებებს ა. ვივალდი, ლ. ვ. ბეთჰოვენი და სხვ.

საქართველოში მ., შემოვიდა XIX ს-ში. მანდოლინისტთა პირველი კონკურსი გაიმართა 1910. მ-ზე ვირტუოზულად უკრავდა კომპ. ვ. დოლიძე.

ლიტ.: შილაკაძე მ. აღმოსავლური მუსიკის კულტურა ქ. თბილისში, თბილისის კულტურისა და ხელოვნების უნივერსიტეტის სამეცნიერო შრომების კრებული, 2004, №2.