მანველიშვილი ალექსანდრე ნიკოლოზის ძე (5. IV. 1824, ახალციხე, – 2. IV. 1906, სანქტ-პეტერბურგი), სამხედრო და საზოგადო მოღვაწე. რუსეთის იმპერიის არმიის კავალერიის გენერალი (1885). ყირიმის (1853–56), რუსეთ-ოსმალეთის (1877–78) ომების მონაწილე, 1738, მისი წინაპრები, რ-ებიც იყვნენ ვახტანგ VI-ის ამალის წევრები, დასახლდნენ უკრაინაში, სადაც ფლობდნენ სოფ. მანველოვკას. 1852 მ. დაინიშნა ფლიგელ-ადიუტანტად, 1864–66 მეთაურობდა ჩუგუევის ულანთა პოლკს; 1866 ჩაირიცხა იმპერატორის ამალაში. 1866-იდან – გენ.-მაიორი; 1869–71 მეთაურობდა ლაიბგვარდიის ცხენოსანთა პოლკს და მე-8 საკავალერიო დივიზიას; 1876-იდან – გენ.-ლეიტენანტი. 1887 გადადგა სამხ. სამსახურიდან და მუშაობა დაიწყო სამოქალაქო უწყებაში ,,ნამდვილი საიდუმლო მრჩევლის“ სტატუსით.
დაჯილდოებულია სახელმწ. ჯილდოებით.
ლ. დოლიძე