მანრალები

მანრალები, ქართველი ტომი, იგივე მეგრელები, რომელთა სახელის („მარგალი“) ბერძნული ვარიანტიც უნდა იყოს სახელწოდება მ. (ბერძნ. Μάνραλοι). II ს. ავტორი კლავდიუს პტოლემაიოსი მ-ს უწოდებს კოლხეთის შიგა რაიონების მოსახლეობას. VII ს. „სომხურ გეოგრაფიაში“ ეს სახელი, „მანრილის“ ფორმით, აღნიშნავს კოლხეთის ერთ-ერთ ნაწილს. ამ ძეგლში იგი, შესაძლებელია, სწორედ კლავდიუს პტოლემაიოსის ნაწარმოებიდან მოხვდა.

ლიტ.: ლომოური ნ., კლავდიოს პტოლემაიოსის „გეოგრაფიული სახელმძღვანელო“, ცნობები საქართველოს შესახებ, „მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის“, 1955, ნაკვ. 32; მუსხელიშვილი დ., საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის ძირითადი საკითხები, თბ., 1977; Меликишвили Г. А., К истории древней Грузии, Тб., 1959.

გ. მელიქიშვილი