მანუჩარ II დადიანი

მანუჩარ II დადიანი, ოდიშის მთავარი 1791–95, კაცია II დადიანის ძე. 1792 სოლომონ II-ის დახმარებით ტახტი წაართვა თავის ძმას, გრიგოლს. 1796 გრიგოლმა დაიბრუნა ტახტი, მ. II დ-მა კი 1799 საუფლისწულოდ მიიღო სალიპარტიანო. ერთხანს სოლომონ II-ის შემწეობით კვლავ ებრძოდა ძმას. 1802 ძმები საბოლოოდ შერიგდნენ.

წყარო: დადიანი ნ., ქართველთ ცხოვრება, შ. ბურჯანაძის გამოც., თბ., 1962.

ლიტ.: მაკალათია ს., სამეგრელოს ისტორია და ეთნოგრაფია, თბ., 1941.

თ. ბერაძე