მანჯავიძე აბესალომ ავთანდილის ძე

მანჯავიძე აბესალომ ავთანდილის ძე (დ. 20. I. 1972, თბილისი), დაზვერვის გენერალ-მაიორი (2019). ეკონომიკის დოქტორი (1999). დაამთავრა თსუ-ის იურიდ. ფაკ-ტი და აგრარული უნ-ტი (ორივე 1996). სხვადასხვა დროს მსახურობდა საქართვ. შს და თავდაცვის სამინისტროებში. 2017–19 იყო თავდაცვის ძალების სამხ. პოლიციის დეპარტამენტის, ხოლო 2019–21 – საქართვ. დაზვერვის სამსახურის დირექტორატის უფროსი.

დაჯილდოებულია მედლებით – „სამშობლოსათვის თავდადებული“ (2018) და „გენერალი კვინიტაძე“ (2019).

მ. ბაძაღუა