მანჯგალაძე გურამ ქრისტეფორეს ძე

მანჯგალაძე გურამ ქრისტეფორეს ძე (29. XI. 1933, თბილისი, – 31. XII. 2021, იქვე), ისტორიკოსი. ისტ. მეცნ. დოქტორი (1991), პროფესორი (1992). დაამთავრა თსუ-ის ისტორიის ფაკ-ტი (1956), მოსკოვის მ. ლომონოსოვის სახ. სახელმწ. უნ-ტის საკვალიფიკაციო კურსები (1976). 1960–74 მუშაობდა ს. ჯანაშიას სახ. საქართვ. სახელმწ. მუზეუმში მეცნიერ თანამშრომლად, 1971–2006 იყო ს.-ს. ორბელიანის სახ. სახელმწ. პედ. უნ-ტის (ამჟამად ილიას სახელმწ. უნ-ტი) მსოფლიო ისტორიის კათედრის დოცენტი, პროფესორი, კათედრის გამგე, 1971–75 – საქ. სსრ მეცნ. აკადემიის პრეზიდიუმის სწავლული მდივანი – ასპირანტურის განყ-ბის გამგე. არის სამეცნ. ნაშრომების ავტორი.

თხზ.: გერმანელი კოლონისტები ამიერკავკასიაში, თბ., 1974; კავკასიის ფრონტი 1914–1916 წწ., თბ., 1984; გერმანული კაპიტალი ამიერკავკასიაში (1860–1918 წწ.), თბ., 1991.