მარალეთი, სოფელი შიდა ქართლის რეგიონის ერედვის მუნიციპალიტეტში (გერის თემი), გუდისის ქედის სამხრ. კალთაზე, ზ. დ. 1620 მ, ცხინვალიდან 22 კმ. 1991-მდე შედიოდა ცხინვალის რ-ნში.
მ. ამჟამად ოკუპირებულ ტერიტორიაზეა.
სოფელში შემორჩენილია მცირე ზომის დარბაზული ტიპის ეკლესიის ნანგრევები. შემორჩენილი კედლების სიმაღლე 1–1,5 მ-ია.
ლიტ.: შიდა ქართლი, პატარა და დიდი ლიახვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა (ც. დადიანიძის რედაქტორობით), თბ., 2002.