მარანი

მარანი, სოფელი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის აბაშის მუნიციპალიტეტში, ოდიშის დაბლობზე, მდ. ცხენისწყლის მარჯვ. მხარეს, სამტრედია – ფოთის სარკინიგზო ხაზზე. ზ. დ. 16 მ, აბაშიდან 10 კმ. თემის ცენტრი (სოფლები: მ., მარანჭალა). 1153 მცხ. (2014).