მარანი

მარანი, სოფელი აფხაზეთის არ-ის გულრიფშის მუნიციპალიტეტში (ოქტომბრის თემი), მდ. პატარა მაჭარის ხეობაში. ზ.დ. 500 მ, გულრიფშიდან 28 კმ. 1948-მდე ეწოდებოდა „ქართული პოლტავა“. სოფლის მახლობლად არის კარსტული მღვიმე.

მ. ამჟამად ოკუპირებულ ტერიტორიაზეა.