მარგველაშვილი გიორგი თეიმურაზის ძე (დ. 4. IX. 1969, თბილისი), საქართველოს მე-4 პრეზიდენტი (2013–18), ფილოსოფიის დოქტორი (1998). 1992 დაამთავრა თსუ-ის ფილოს. ფაკ-ტი, 1993–94 სწავლობდა ცენტრ. ევრ. უნ-ტში (Central European University, პრაღა, ჩეხეთი), 1993–96 – საქართვ. მეცნ. აკად. ფილოს. ინ-ტში. 1992–95 მუშაობდა ტურისტულ კომპანიაში სამთო ტურიზმის გიდად, 1994–95 „ბიზნესდღიურების` მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსად, 1996–97 იყო თბილისის დამოუკიდებელი უნ-ტის ლექტორი ფილოსოფიასა და კულტუროლოგიაში, 1995–2000 – მთავრობის ექსპერტი ეროვნ.-დემოკრ. ინ-ტის (NDI) თბილისის ოფისში. 2006–12 მუშაობდა საქართვ. საზ. საქმეთა ინ-ტში (GIPA) (2000–06 და 2010–12 – რექტორი, 2006–10 – კვლევითი დეპარტამენტის უფროსი), პოლიტიკაში ჩაება 2003 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებამდე (შეუერთდა ოპოზიციურ ბლოკს ზ. ჟვანიას ხელმძღვანელობით). მ. სააკაშვილის მმართველობის პერიოდში ღიად აკრიტიკებდა ხელისუფლებას. მ. იყო ბ. ივანიშვილის მრჩეველი კოალიცია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს` 2012 საპარლამენტო არჩევნების კამპანიის მიმდინარეობისას. საპარლამენტო არჩევნებში კოალიციის გამარჯვების შემდეგ მ. დაინიშნა საქართვ. განათლებისა და მეცნიერების მინისტრად. 2013 – პირველ ვიცე-პრემიერად (თანამდებობა დატოვა პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელების გამო).
2013 წ. 27 ოქტ. საპრეზიდენტო არჩევნებში მ-მა დამაჯერებლად გაიმარჯვა ხმათა 62,18%-ით, ამჟამად ოპოზიციაშია.