მარგველაშვილი გოგოლა ნიკოლოზის ასული (დ. 22. IX. 1939, ქუთაისი), სწავლული აგრონომი, აგროქიმიკოსი. სოფ. მეურნეობის მეცნ. დოქტორი (1989), პროფესორი (1990), საქართვ. სოფ. მეურნ. მეცნ. აკადემიის ნამდვ. წევრი (1995). 1962 დაამთავრა საქართვ. სუბტროპ. მეურნ. ინ-ტი. 1971–78 იყო აგროქიმ. მომსახურების საკავშ. ინ-ტის თბილ. ფილიალის ნიადაგების ანალიზის ლაბორ. გამგე, 1978–94 – მ. საბაშვილის სახ. საქართვ. ნიადაგმცოდნეობის, აგროქიიმისა და მელიორაციის სამეცნ.-კვლ. ინ-ტის განყ-ბის გამგე, 1992–2005 – ამავე ინ-ტის დირექტორის მოადგილე სამეცნ. ნაწილში, 2005–06 – დირექტორი, 2007-იდან – მცენარეთა კვების, დიაგნოსტიკისა და აგროეკოლოგიური ტექნოლ. განყ-ბის მთ. მეცნიერი თანამშრომელი. 2010-იდან საქართვ. მეცნ. აკად. აგრონომიული განყ-ბის აკადემიკოს-მდივანია, 2013-იდან – ეროვნ. კოორდინატორი. 2017 აირჩიეს ექსპერტად ნიადაგმცოდნეობისა და აგროქიმიის დარგში. მ. მუშაობს ნიადაგის ნაყოფიერების ამაღლების, მცენარის კვების გაუმჯობესების, სასუქების სწორად გამოყენებისა და ამ გზით მოსავლის ხარისხის გაუმჯობესების საკითხებზე. ეწევა სამეცნ.-პედ. მოღვაწეობას. მ. არის სამეცნ. ნაშრომების, გამოგონებებისა და პატენტის ავტორი. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები, მ. შ. ღირსების (2002) ორდენები.
თხზ.: ნიადაგის ქიმიური ანალიზი, თბ., 2019; აგროქიმიის პრაქტიკუმი, თბ., 2021 (თანაავტ. თ. ძაძამია).