მარგიევი სოსლან გიორგის ძე (1. I. 1914, სოფ. თლოი, ახლანდ. ჯავის მუნიციპალიტეტი). ოსი მსახიობი. საქართვ. დამს. არტისტი (1957). 1936 დაამთავრა ლენინგრადის (ახლანდ. სანქტ-პეტერბურგი) თეატრ. ინ-ტის სამსახიობო ფაკ-ტი. იმავე წლიდან მუშაობა დაიწყო ცხინვალის ოსურ დასში მსახიობად. შეასრულა როლები: ილიკო (დ. ჯიოევის „ფუხათი“), დუდარსი (ს. ხაჩიროვის „დუდარსი და მისი ამხანაგი“), სარდონი (მ. შავლოხოვის „ბათირაზი“), ტიხონი, დუდუკინი (ა. ოსტროვსკის „ქარიშხალი“, „უდანაშაულო დამნაშავენი“), სანდალა (ვ. გაბესკირიას „გაზაფხულის დილა“), მონტანო (უ. შექსპირის „ოტელო“), პანტალონე, ოტავიო (კ. გოლდონის „ორი ბატონის მსახური“) და სხვ.