მარდალეიშვილი ვილენ ვენედიქტეს ძე

ვ. მარდალეიშვილი

მარდალეიშვილი ვილენ ვენედიქტეს ძე (9. XI. 1943, სოფ. მაღლაკი, ახლანდ. წყალტუბოს მუნიციპალიტეტი, – 19. I. 2022, თბილისი), ჟურნალისტი. საქართვ. დამს. ჟურნალისტი (2014). სახელმწ. პრემიის ლაურეატი (1989). 1960 ჩაირიცხა თსუ-ის ფილოლოგიის ფაკ-ტზე. ჟურნალისტიკაში მოღვაწეობდა 1966-იდან („ეკრანის ამბები“, „საქართველოს კინემატოგრაფისტი“, „კომუნისტი“, „კაბადონი-8“, „საქართველოს რესპუბლიკა“; აგრეთვე, საქტელერადიო კომიტეტში, კინოინფორმაციისა და რეკლამირების ბიუროში, საქართვ. თეატრალური საზ-ბის გამომცემლობაში).

1986 საქართვ. ჟურნალისტთა კავშირმა დაასახელა წლის საუკეთესო ჟურნალისტად; მიღებული აქვს ღირსების ორდენი (1993), ნ. ნიკოლაძის სახ. პრემია (2003), ჟურნალისტთა საერთაშ. ფონდის ჯილდო „ოქროს ფრთა“ (2005).

მ. ავტორია ჟურნალისტური კრებულებისა: „დიალოგები კინოზე“ (1976), „ძვირფასი წუთები“ (1981), „რედაქციიდან გაწუხებთ“ (1988).