მარდალეიშვილი რევაზ კირილეს ძე

რ. მარდალეიშვილი

მარდალეიშვილი რევაზ კირილეს ძე (22. II. 1939, თბილისი, – 26. VI. 2010, იქვე), სწავლული აგრონომი, ნიადაგმცოდნე. გეოგრ. მეცნ. კანდიდატი (1972), საქართვ. სახელმწ. პრემიის ლაურეატი (2002). 1962 დაამთავრა საქართვ. სას.-სამ. ინ-ტის აგრონ. ფაკ-ტი. 1962–76 მუშაობდა საქართვ. ნიადაგმცოდნეობის, აგროქიმიისა და მელიორაციის სამეცნ.-კვლ. ინ-ტში, 1976–2006 იყო ამავე ინ-ტის ნიადაგების გეოგრაფიისა და მიწის რესურსების, ასევე აგროეკოლოგიური შეფასების სექტორებისა და ნიადაგმცოდნეობის განყ-ბის გამგე; მ-მა გამოიკვლია ქართლ-კახეთის სამიწათმოქმედო არეალის ნიადაგები, დაარაიონა აგროეკოლოგიურად ნიადაგური საფარი, იყო საქართვ. ნიადაგური რუკის ერთ-ერთი შემდგენელი. 1970–99 შესრულებული შრომათა ციკლისათვის – „საქართველოს ნიადაგების კვლევა“ მიიღო საქართვ. სახელმწ. პრემია; ავტორია სამეცნ. ნაშრომებისა.

თხზ.: საქართველოს სამიწათმოქმედო ზონის ნიადაგების ხარისხობრივი შეფასების მეთოდური მითითებანი, თბ., 1977 (თანაავტ.: რ. პაპისოვი, რ. რამიშვილი).