„მართვე“, ა. ერქომაიშვილის სახ. საქართველოს ხალხური სიმღერის ანსამბლი (სსიპ). დაარსდა 1976 ა. ერქომაიშვილის ხელმძღვანელობით. ანსამბლის რეპერტუარშია ძირითადად ქართ. ხალხ. სიმღერები. „მ-ს“ სხვადასხვა თაობის მომღერლები მაღალი პროფესიონალიზმითა და ოსტატობით ასრულებენ ძვ. ტრად. ურთულეს ხალხ. სიმღერებს. „მ-ს“ ტრიუმფით აქვს შემოვლილი მსოფლიოს მრავალი ქვეყანა, მონაწილეობდა ფოლკლორულ ფესტივალებში. ფირმა „მელოდიამ“ გამოსცა ანსამბლის რამდენიმე ფირფიტა, 1986 კი იაპონიის ცნობილმა ფირმა „ვიქტორმა“ გამოსცა მ-ს სიმღერების კომპაქტდისკი. 1994 „მ-ს“ ბაზაზე შეიქმნა ბავშვთა საერთაშ. ფოლკლორის ცენტრი. ანსამბლმა არსებობის განმავლობაში 1700-ზე მეტი კონცერტი გამართა. ზ. კაკაბაძემ გადაიღო ფილმი „მღერის მართვე“ (1980). გ. მატარაძის ფილმში „შვიდი ნოველა სიყვარულზე“ (1981) მონაწილეობენ „მ-ს“ მომღერლები. საიუბილეო თარიღისთვის გამოიცა წიგნი – „მართვე 20 წლისაა“. 2011 წ. 8 აპრილს ფილარმონიის წინ გაიხსნა ანსამბლ „მ-ს“ ვარსკვლავი.
2018 „მ“. ქართ. ხალხ. სიმღერისა და ცეკვის სახელმწ. აკადემიურ ანსამბლ „რუსთავს“ (ხელმძღვ. მ. ჯავახიშვილი) შეუერთდა. ანსამბლში ვაჟებთან ერთად მღეროდა ერთი გოგონაც – მ. მიქაბერიძე (რ. მიქაბერიძის ქალიშვილი).
თ. დოლიძე