გრძელიშვილი კონსტანტინე იასონის ძე

კ. გ ძ ე ლ ი შ ვ ი ლ ი,  ნატურმორტი

გრძელიშვილი კონსტანტინე იასონის ძე (21. I. 1910, ქუთაისი, – 30. VI. 1974, თბილისი), კინორეჟისორი. საქართვ. ხელოვნ. დამს. მოღვაწე (1969). სწავლობდა თსუ-ის ლიტ-რის ფაკ-ტზე (1927–30) და სახკინმრეწვის კინომსახიობთა სკოლაში (1930–31). დაამთავრა საკავშ. კინემატოგრაფიის სახელმწ. ინ-ტის სარეჟისორო ფაკტი (1939). 1930-იდან მუშაობდა სახკინმრეწვში, თავდაპირველად რეჟისორის ასისტენტად, შემდეგ კი – მეორე რეჟისორად მხატვრულ ფილმებზე: „ის კიდევ დაბრუნდება" (1943), „ბედნიერი შეხვედრა" (1949), „ცისკარა" (1955) და სხვ. დამდგმელი რეჟისორია ფილმებისა: „წითელა" (1935), „დილა მშვიდობისა" (1941), „დახმარება ფრონტელთა ოჯახებს" (1943), „გენერალ-პოლკოვნიკი ლესელიძე" (1944), „მტკიცე მეგობრობა" (1944), „შეხვედრა ამომრჩევლებთან" (1946), „სახლი გორში" (1953), „სასიამოვნოა და სასარგებლო" (1958) და სხვ. გ. უცხ. ფილმების ქართ. ენაზე დუბლირების ერ-ერთი ფუძემდებელია. 1940–74 დუბლირებული აქვს 150-მდე ფილმი.

ა. გვენცაძე