მარინაშვილი ალექსანდრე ალექსანდრეს ძე (7. XI. 1915, სანქტ-პეტერბურგი, – 6. V. 1990, მოსკოვი), საბჭოთა გენერალ-მაიორი (1962), ისტ. მეცნ. კანდიდატი (1963). რსფსრ კულტ. დამს. მუშაკი (1965). II მსოფლიო ომის (1939–45) მონაწილე. ბალტიისპირეთის პოლიტ. სამმართველოსა (1944) და სსრკ შეიარაღებული ძალების პოლიტ. სამმართველოს თანამშრომელი, უფროსი (1946–58).
დაჯილდოებულია ლენინის ორდენით და სხვ. სახელმწ. ჯილდოებით.
ლ. დოლიძე