მარსაგიშვილი დავით ლევანის ძე (დ. 30. III. 1991, ყაზბეგი, ახლანდ. სტეფანწმინდა), სპორტსმენი (თავისუფალი ჭიდაობა). ოლიმპიური თამაშების მესამე პრიზიორი (2012, ლონდონი), ევროპის ორგზის ჩემპიონი (2012, 2013), მეორე (2011) და მესამე (2016) პრიზიორი, მსოფლიო ჩემპიონატის მესამე პრიზიორი (2011). მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ახალგაზრდებს შორის (2011), მსოფლიოს თასის მეორე (2012) და მესამე (2016) პრიზიორი. საერთაშ. ტურნირების გამარჯვებული.