მარსაგიშვილი თამაზ ანდროს ძე (დ. 26. IX. 1951, სოფ. კარკუჩა, ყაზბეგის მუნიციპალიტეტი), ფიზიკოსი. ფიზიკა-მათ. მეცნ. დოქტორი (1991). დაამთავრა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტი (1973). 1974–76 მოსკოვში იყო სსრკ მეცნ. აკად. ელექტროქიმიის ინ-ტის თანამშრომელი, 1973-იდან მუშაობს დღევანდელ რ. აგლაძის სახ. არაორგანული ქიმ. და ელექტროქიმიის ინ-ტში სხვადასხვა თანამდებობაზე. იყო საქართვ. განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე (2013–17).
მ-ის კვლევის სფეროა: ქიმიური, ელექტროქიმიური, ფოტოქიმიური და ფოტოელექტრო=ქიმიური რეაქციების კინეტიკა; კონდენსირებულ გარემოში მოთავსებული მრავალატომიანი ნაწილაკების თერმოდინამიკა, ნანოსისტემები და ნანოპროცესები; წყალბადის ენერგეტიკა; ინფორმაციული ტექნოლოგიები და სხვ. (ციტირების ინდექსი: Web of Science – 246, h-index – 6; Google Scholar – 285, h-index – 7). მ. არის 9 ქართული, 1 აშშ-ის, კანადისა და ინდოეთის პატენტების მფლობელი. ეწევა ნაყოფიერ პედ. მოღვაწეობას. არის 10 საერთაშ. სამეცნ. პროექტის ხელმძღვანელი ან თანამონაწილე.
პ. მამრაძე