მარსაგიშვილი ლუიზა ალექსანდრეს ასული (დ. 29. VI. 1942 თბილისი), ექიმი. მედ. მეცნ. დოქტორი (1990), სსრკ სახელმწ. პრემიის ლაურეატი (1989). 1965 დაამთავრა თსსი. 1965–66 მუშაობდა რენტგენოლოგად დაბა კოჩუბეის (დაღესტანი) მედსანნაწილში; 1966–76 იყო თბილ. ექიმთა დახელოვნების სახელმწ. ინ-ტის გულმკერდის ქირურგიის საპრობლემო ლაბორ. უმც. მეცნ. მუშაკი; 1976–98 – მუშაობდა ექსპერ. და კლინ. თერაპიის სამეცნ.-კვლ. ინ-ტში; 1998–2000 – საქართვ. შრომის, ჯანმრთელობისა და სოც. დაცვის სამინისტროს ინვალიდთა დეპარტამენტის ლაზერული მედ. სამეცნ.-პრაქტ. ცენტრის (შემდგომ – შპს სამედ. ცენტრი „ლაზერი“) დირექტორი, 1999-იდან – საქართვ. სახელმწ. სამედ. აკადემიის ლაზერული მედიცინის კათედრის გამგე; 2006-იდან დღემდე ხელმძღვანელობს „ჯანმრთელობის ცენტრის“ ლაზერული მედიცინის მიმართულებას.
მ. არის სამეცნ. ნაშრომების ავტორი, რ-ებიც ეხება ანესთეზიოლოგიის, კარდიოლოგიისა და ლაზეროთერაპიის აქტუალურ პრობლემებს.
მ-ს მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები, მ.შ. ღირსების ორდენი (2002).
თხზ.: ლაზერმოდიფიცირებული მედიცინა (დაბალინტენსიური ლაზერო-თერაპია), თბ., 2017; ლაზერმოდიფიცირებული გასტროენტეროლოგია, თბ., 2017.