მარტვილი, ქალაქი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, მარტვილის მუნიციპალიტეტის ადმისტრაციული და კულტურული ცენტრი. მდებარეობს ოდიშის ვაკეზე, მდ. ინჩხიას (მდ. აბაშის მარცხ. შენაკადი) მარცხენა ნაპირზე, ზ. დ. 170 მ. აბაშიდან (უახლოესი რკინიგზის სადგური) 33 კმ. 4425 მცხ. (2014).
მ-ს თავდაპირველად ჭყონდიდი (დიდი მუხა) ერქვა. გვიანდ. ფეოდ. ხანაში მ-ის ტაძრის გავლენით სოფელსაც მ. ეწოდა. 1930-იდან გახდა რ-ნული ცენტრი. 1936 წ. 19 მარტს ა. გეგეჭკორის პატივსაცემად ეწოდა გეგეჭკორი. 1956 მიენიჭა დაბის, ხოლო 1964 – ქალაქის სტატუსი. 1991 კვლავ დაუბრუნდა სახელწოდება მ.
მ-ში არის სამრეწველო საწარმოები, განათლებისა და კულტურის დაწესებულებები, საჯარო და მუს. სკოლები, ბ-კა, კულტურის სახლი, თეატრი, მხარეთმცოდნეობის მუზეუმი. ამ მუზეუმში სხვადასხვა პერიოდის (ქვის ხანიდან – XIX–XX სს-მდე) მრავალგვარი ექსპონატია წარმოდგენილი.
მ-ში მდებარეობს შუა საუკუნეებით დათარიღებული მონასტერი.