მარტინისმაღალი

მარტინისმაღალი, მთა დუშეთის მუნიციპალიტეტში, აღმ. კავკასიონზე, მდ-ების – არმხისა და ასის წყალგამყოფ კიდეგანის ქედზე. ზ. დ. 3898 მ. აგებულია ქვედაიურული ასაკის თიხა-ფიქლებით. კლდოვანი მასივია. გვხვდება კიროვანი ტრავერტინების დანაგროვები, მორენული და ალუვიური ნაფენები. ახასიათებს ალპ. და სუბნივალური ლანდშაფტი.