კოსარიკი დმიტრო

კოსარიკი დმიტრო (კოვალენკო დიმიტრი მიხეილის ძე) [18(31). X. 1904, სოფ. ფიდროვკა, უკრაინა, – 21. II. 1992, კიევი], უკრაინელი მწერალი, ლიტერატურათმცოდნე. პირველი ნაწარმოები გამოაქვეყნა 1923, მოთხრობების პირველი კრებული „წითელი ემბაზი“ – 1925. მასვე ეკუთვნის მოთხრობები ა. პუშკინზე, ტ. შევჩენკოზე, ო. კობილიანსკაიაზე, ისტ.-ბიოგრ., ლიტ. სტატიები და სხვ. კ-მა მიაკვლია დ. გურამიშვილის საფლავს მირგოროდში. ავტორია მეცნ.-ლიტ. ნარკვევისა „დავით გურამიშვილი უკრაინაში“ (გამოიცა ქართ. ენაზე ორჯერ – 1949, 1957), მთარგმნელი ლ. ასათიანი.

რ. ხვედელიძე