კვეზერელი-კოპაძე ნიკოლოზ ივანეს ძე

კვეზერელი-კოპაძე ნიკოლოზ ივანეს ძე [7(19). XI. 1888, თბილისი, – 14. VI. 1984, იქვე], ინჟინერ-ხიდმშენებელი. სა­ქართვ. გეოგრაფიული საზ-ბის წევრი (1944). დაამთავრა პეტერბურგის პოლიტექ. ინ-ტის სამშ. ფაკ-ტი (1915). I მსოფლიო ომის (1914– 18) მონაწილე. მუ­შა­ობ­და რკინი­გზის ხაზების მშენებლობაზე (1915–18) კავკასიის ფრონტზე, სა­ქართვ. გზათა სამინისტროში (1918–20), სა­ქართვ. გზატკეცილების სამმართველოში, სა­ქართვ. სამხ. გზის საწარმოო და საექსპლუატაციო ნაწილის გამგედ (1933–37). 1937–39 იმყოფებოდა გადასახლებაში და მუ­შა­ობ­და ბელომორსკ-ბალტიის არხთან მიმდებარე გზების მშენებლობაზე. კ.- კ. თავად იყო დამპროექტებელიც და მშენებელიც. ეწეოდა პედ. მოღვაწეობას თბილ. ტოპოგრაფიულ ტექნიკუმში (1941–56).

კ.-კ. იკვლევდა სა­ქარ­თვე­ლოს ძვ. ხიდებსა და გზების მშენებ­ლობას („ძველი გზა დარიალის ხეობაში და სა­ქარ­თვე­ლოს სამხედ­რო გზის მშენებლობა", ­„ტრანსპორ­ტის შეუწყვეტელი მოძრაობა ჯვრის უღელტეხილზე"). გა­მო­ქვე­ყნებული აქვს მრავალი ნაშრომი, მ. შ. 10 მონოგრაფია.

თხზ.: სა­ქარ­თვე­ლოს ძველი ხიდები, თბ., 1972; გზათა მშენებლობა სა­ქართვე­ლო­ში, თბ., 1974; სა­ქარ­თვე­ლოს საგზაო მშენებლობა, თბ., 1978.