მარტყოფისწყალი

მარტყოფისწყალი, მდინარე ქვემო ქართლში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში, მდ. ლოჭინისხევის (მტკვრის მარცხ. შენაკადი) მარცხ. შენაკადი. სათავეს იღებს იალნოს ქედის სამხრ. კალთებიდან. საზრდოობს წვიმის, თოვლისა და მიწისქვეშა წყლებით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმცირობა – ზამთარში.