მარტყოფლიშვილი ანზორ (ფირუზ) არსენას ძე (14. X. 1947, ზემო მაჩხაანი, ახლანდ. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი, – 11. V. 2018, თბილისი), სპორტსმენი (ჭიდაობა, თავისუფალი ჭიდაობა, სამბო, ძიუდო). სსრკ და საქართვ. დამს. მწვრთნელი (1974). ევროპის ჩემპიონი (1968) და მესამე პრიზიორი ძიუდოში (1971). საქართვ. თერთმეტგზის ჩემპიონი სამბოში, თავისუფალ და ქართ. ჭიდაობაში; სსრკ ორგზის ჩემპიონი და ექვსგზის პრიზიორი სამბოში. სსრკ სპორტის ოსტატი სამბოში (1960) და თავისუფალ ჭიდაობაში (1961). სსრკ საერთაშ. კლასის სპორტის ოსტატი ძიუდოში (1967).
დაამთავრა საქართვ. სახელმწ. ფიზ. კულტურის ინ-ტი (1963) და თსსი (1970). იყო სპორტსაზოგადოება „დინამოს“ უფრ. მწვრთნელი (1959); ძიუდოს ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი (1971); საკავშ. კატეგორიის მსაჯი სამბოსა და ძიუდოში. მიღებული აქვს ღირსების ორდენი (1998).