მარუაშვილი გიორგი მინას ძე

გ. მარუაშვილი

მარუაშვილი გიორგი მინას ძე (23. XII. 1910, ქარელი, – 21. I. 1991, თბილისი), პარაზიტოლოგი. მედ. მეცნ. დოქტორი (1955), პროფესორი (1955), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1966), სსრკ მედ. მეცნ. აკად. წ.-კორ. (1960).

1933 დაამთავრა თსსი. იმავე წელს მუშაობა დაიწყო ს. ვირსალაძის სახ. სამედ. პარაზიტოლოგიისა და ტროპ. მედიცინის სამეცნ.-კვლ. ინ-ტში (1944–59, 1962–89 – ინ-ტის დირექტორი). 1959–62 იყო საქართვ. ჯანდაცვის მინისტრი, 1974-იდან – ჯანდაცვის სამინისტროს მთ. პარაზიტოლოგი. მ-მა დანერგა საქართველოში პარაზიტოლოგიის კლინ.-ეპიდემიოლოგიური მიმართულება; შეისწავლა ადამიანის პარაზიტული დაავადებები, ბრუცელოზი და ნაწლავთა ინფექციები; საქართველოში პირველმა გამოავლინა აგრანულოციტოზი, ვისცერული და კანის ლეიშმანიოზის ბუნებრივი კერობრიობა, ადამიანის ტრიქინელოზი, ე. წ. უსიყვითლო ლეპტოსპიროზი, ტოქსოპლაზმოზი, შემოტანილი შისტომატოზი. დიდი წვლილი მიუძღვის საქართველოში მალარიასთან ბრძოლის საქმეში. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.