მარუშიანები

მარუშიანები, დასავლეთ საქართველოს წარჩინებული ფეოდალური საგვარეულო X–XI სს-ში. ამ საგვარეულოს ეკუთვნოდა, როგორც ჩანს, ქართლის ერისთავი X ს. 70-იან წლებში ივანე მარუშისძე (როგორც მარუში-ან-ი, ისე მარუშის ძე ნაწარმოებია მამაკაცის სახელისაგან – მარუში). მ-გან წარმოიქმნა დას. საქართველოს 2 დიდი საგვარეულო: ვარდანისძეთა და დადიანთა. ამის შემდეგ მარუშიანი, როგორც სახელი, დარჩა ვარდანისძეთა გვარში (იხ. ვარდანისძენი). ცნობილია 2 მარუშიან ვარდანისძე: XII ს. 80-იან წლებში და XIII–XIV სს. მიჯნაზე (სახელი მარუშიანი XIII–XIV სს-ში გვხვდება დას. საქართველოს სხვა საგვარეულოებშიც: აფაქისძეებში, ფალქოზისძეებში და სხვ.).

წყარო: ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 2, თბ., 1959; მატიანე ქართლისა, იქვე, ტ. 1, თბ., 1955; ლიხაურის ხატის წარწერა, წგ.: Бакрадзе Д., Археологическое путешествие по Гурии и Адчаре, СПб, 1878.

ლიტ.: მესხია შ., საშინაო პოლიტიკური ვითარება და სამოხელეო წყობა XII ს. საქართველოში, თბ., 1979.

ნ. შოშიაშვილი