მარუხი

მარუხი, მდინარე აფხაზეთის არ-ის გულრიფშის მუნიციპალიტეტში, მდ. ჩხალთის მარცხ. შენაკადი, იწყება აფხაზეთის კავკასიონის სამხრ. კალთაზე, მარუხის მყინვართან. ზ. დ. 2405 მ. მ-ის სიგრძეა 7,7 კმ, აუზის ფართ. – 43,4 კმ². საშ. წლიური ხარჯი – 3,90 მ³/წმ. საზრდოობს თოვლის, მყინვარული, წვიმისა და მიწისქვეშა წყლებით. წყალდიდობა იცის გაზაფხულ-ზაფხულში, წყალმცირობა კი – შემოდგომა-ზამთარში.