მარღიევი (ხეთაგათი) კოსტა იოსების ძე (15. VII. 1922, სოფ. მიმინოსხევი, ახლანდ. ქარელის მუნიციპალიტეტი, – 15. I. 2018), ოსი პოეტი. კულტ. დამს. მუშაკი. მონაწილეობდა II მსოფლიო ომში (1939–45). სწავლობდა მ. გორკის სახ. ლიტ-რის ინ-ტში, 1959 დაამთავრა ამ ინ-ტთან არსებული უმაღლ. ლიტ. კურსები. 1975-იდან იყო საქართვ. მწერალთა კავშირის სამხრ. ოსეთის განყ-ბის
პ/მგ მდივანი. პირველი ლექსი 1940 გამოაქვეყნა, ლექსების პირველი კრებ. „ჩემი სიმღერები“ ̶ 1952. მისი ლექსთა კრებულებია: „გულიდან გულამდე“ (1955), „ვეძებ ჩემს ახალგაზრდობას“ (1975); ლექსებისა და პოემების კრებულები: „წყარო“ (1959), „ცხოვრების გზებზე“ (1964), „კერა“ (1968), „რჩეული ლექსები და პოემები“ (1972), „სიმღერა ხუთ ქალიშვილზე“ (1978). მ-ის ლექსები თარგმნილია ქართ., აფხ., რუს., უკრაინულ, სომხ. და სხვა ენებზე.