ევროპის საბჭო

ევროპის საბჭო, რეგიონული საერთაშორისო ორგანიზაცია. დაარსდა 1949 წ. 5 მაისს. ე. ს-ს შტაბბინა მდებარეობს სტრასბურგში (საფრანგეთი). აერთიანებს 47 წევრ-სახელმწიფოს. საბჭოს პოლიტ. მიზანია წევრ ქვეყნებში ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის დაცვა, აგრეთვე დემოკრ. ინ-ტების გაძლიერება. ე. ს-ს ძირითადი ორგანოებია: მ ი ნ ი ს ტ რ თ ა  კ ო მ ი ტ ე ტ ი, ს ა პ ა რ ლ ა მ ე ნ ტ ო  ა ს ა მ ბ ლ ე ა, ა დ გ ი ლ ო ბ რ ი ვ  დ ა  რ ე გ ი ო ნ უ ლ  ხ ე ლ ი ს უ ფ ლ ე ბ ა თ ა  კ ო ნ გ რ ე ს ი დ ა ა დ ა მ ი ა ნ ი ს  უ ფ ლ ე ბ ა თ ა  ე ვ რ ო პ უ ლ ი  ს ა ს ა მ ა რ თ ლ ო (ასევე სტრასბურგში). ე. ს-ს გენ. მდივანი (ირჩევენ 5 წ. ვადით) ხელმძღვანელობს სამდივნოს და კოორდინაციას უწევს ორგანიზაციის ყოველდღიურ საქმიანობას. ე. ს-ს აფინანსებენ წევრი ქვეყნები მოსახლეობის რაოდენობისა და ქვეყნის ბიუჯეტის შესაბამისად. ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო ე. ს-ს სრულუფლებიანი წევრი გახდა 1999 წ. 27 აპრილს. ე. ს-ს მინისტრთა კომიტეტში საქართველოს წარმოადგენს ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი. საბჭოში იმყოფება აგრეთვე საქართვ. მუდმივი წარმომადგენელი. საპარლამენტო ასამბლეასა და ადგილ. და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესში საქართველოს დელეგაცია წარმოდგენილია 5 მუდმივი წევრითა და ამავე რაოდენობის შემცვლელით. ე. ს. პერმანენტულ დახმარებას და მონიტორინგს უწევს საქართველოს გაწევრიანებისას ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაში. 2001 წ. 20 აპრ. საქართველოში დაფუძნდა ე. ს-ს ს ა ი ნ ფ ო რ მ ა ც ი ო ბ ი უ რ ო, რ-ის მთავარი ამოცანაა მისი საქმიანობის, მიზნებისა და მიღწევების შესახებ ინფორმაციის გავრცელება, ე. ს-ს პროგრამებისა და პროექტებისათვის ხელშეწყობა, საერთაშ. დონორებთან ერთობლივი საქმიანობის დასახვის მიზნით კავშირის დამყარება და სხვ. საქართველოში იმყოფება ე. ს-ს გენ. მდივნის საგანგებო წარმომადგენელი, რ-საც ნიშნავს გენ. მდივანი. ე. ს-ს საპარლამენტო ასამბლეამ 2008 საშემოდგომო სესიაზე მიიღო საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია – „საქართველო – რუსეთის ომის შედეგები". რეზოლუცია მოუწოდებს ე. ს-ს წევრ ქვეყნებს თავი შეიკავონ საქართველოს რეგიონების – აფხაზეთისა და ე. წ. სამხრეთ ოსეთის – დამოუკიდებლობის აღიარებისაგან; განხორციელდეს გაძლიერებული მონიტორინგი რუსეთზე და საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების, აგრეთვე 2008 წ. 12 აგვ. „სარკოზი-მედვედევის" შეთანხმების შესრულებაზე. რეზოლუცია გმობს რუსეთის აგრესიას და ეთნიკური წმენდის ფაქტებს; გმობს რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების – აფხაზეთისა და ე. წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებას და მოუწოდებს რუსეთს გააუქმოს აღნიშნული გადაწყვეტილება. 2009 ზამთრის სესიაზე საპარლამენტო ასამბლეამ განიხილა საკითხი იმის შესახებ, თუ როგორ შეასრულეს საქართველომ და რუსეთმა ასამბლეის მიერ 2008 რეზოლუციით გათვალისწინებული რეკომენდაციები და მოთხოვნები. სხდომაზე მიიღეს 2 რეზოლუცია და 1 რეკომენდაცია. ე. ს-ს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუციები და რეკომენდაციები მიიღო აგრეთვე 2009 წ. 28 სექტ. და 2010 წ. 23 აპრ. სესიებზე.