მარშაკი ნიკოლოზ იაკობის ძე (12. II. 1902, ტულა, – 30. II. 1962, თბილისი), რუსი მსახიობი და რეჟისორი. საქართვ. სახ. არტისტი (1955). 1918-იდან თბილისში მონაწილეობდა სცენისმოყვარეთა რუს. წარმოდგენებში. 1927 მ-ის ინიციატივით იქვე დაარსდა მოზარდ მაყურებელთა რუს. თეატრი. პლეხანოვის სახ. მუშათა კლუბში დადგა ნ. ოგნევის პიესა „ჰაიავატა, იროკეზების ბელადი“ (ჰ. ლონგფელოს მიხედვით). სპექტაკლის დადგმის თარიღი (18 აპრილი) იქცა ამიერკავკასიაში პირველი საბავშვო თეატრის დაბადების დღედ. 1935 დააარსა თოჯინების რუს. თეატრი (ხელმძღვანელობდა 1960-მდე). მ-ის დადგმებიდან აღსანიშნავია: ს. მარშაკის „ტომ სოიერის თავგადასავალი“ (მ. ტვენის მიხედვით, 1936), ა. ბრუშტეინის „ცისფერი და ვარდისფერი“ (1937), ფ. შილერის „ვერაგობა და სიყვარული“ (1944), „ახალგაზრდა გვარდია“ (ა. ფადეევის მიხედვით, 1948), ვ. როზოვის „გზა მშვიდობისა“ (1955) და სხვ. დაკრძალულია მწერალთა და საზ. მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
ლიტ.: ბაბუნაშვილი ზ., ნოზაძე თ. მამულიშვილთა სავანე, თბ., 1994.