მარშანია იოსებ ივანეს ძე (25. II. 1926, სოფ. გოგიეთი, ახლანდ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, – 10. X. 1990, სოხუმი), აგროქიმიკოსი. სოფლის მეურნეობის მეცნ. დოქტორი. პროფესორი (1969), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1985), აფხ. დამს. აგრონომი (1961). 1948 დაამთავრა საქართვ. სას.-სამ. ინ-ტის სუბტროპ. ფაკ-ტი. 1949–54 მუშაობდა ეშერის სასწ.-საცდელი მეურნეობის აგრონ. განყ-ბის გამგედ, მოღვაწეობდა ქუთაისის სას.-სამ. ინ-ტის აგროქიმიისა და ზოგადი მიწათმოქმედების (1956–58), ასევე სუბტროპ. მეურნეობის ინ-ტის ამავე სახელწოდების (1958–68) კათედრებზე. 1973–77 იყო პრორექტორი სასწ. დარგში. 1976–90 – აგროქიმიისა და ზოგადი მიწათმოქმედების კათედრის გამგე. 1977–79 მუშაობდა განათლების სამინისტროს მრჩევლად კუბაში. მ. იკვლევდა ციტრუსოვანი კულტურების მოვლისა და ნიადაგის განოყიერების საკითხებს. მ. არის სამეცნ. ნაშრომების, მ. შ. 4 მონოგრაფიისა და სახელმძღვანელოს ავტორი.
თხზ.: ციტრუსების სანერგის და ბაღის განოყიერება, სოხ., 1967; აგროქიმია, თბ., 1991.
ნ. წივწივაძე