მარშანია ლორიკ ბესარიონის ძე (24. XI. 1932, ოჩამჩირე, აფხაზეთის არ, – 13. VIII. 2010, თბილისი), პოლიტიკოსი, საზოგადო მოღვაწე, აგროეკონომისტი. საქართვ. სოფლის მეურნეობის მეცნ. აკად. (1995, წ.-კ. – 1992) და აფხ. მეცნ. აკად. (1996) ნამდვ. წევრი, ეკონ. მეცნ. დოქტორი (1987), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1982). დაამთავრა მოსკოვის სახელმწ. ეკონომიკური ინ-ტი (1957). იყო საქართვ. სუბტროპ. მეურნეობის ინ-ტის პრორექტორი (1964–72), აფხ. ასსრ მინისტრთა საბჭოს თავ-რის პირველი მოადგილე (1973–75), კომპარტიის აფხ. საოლქო კომიტეტის მდივანი (1978–80), საქართვ. კომპარტიის ცკ-ის სას.-სამ. განყ-ბის გამგის მოადგილე (1980–85), საქართვ. მინისტრთა საბჭოსთან არსებული სახალხო მეურნეობის მართვის ინ-ტის რექტორი (1985–91). 1992–2002 იყო აფხ. არ-ის მთავრობის თავ-რის პირველი მოადგილე, ხოლო 2002-იდან გარდაცვალებამდე – აფხ. ლეგიტიმური უმაღლ. საბჭოს მრჩეველი. მისი ძალისხმევით აფხაზეთში საომარი მოქმედების დროს შეიქმნა საზ. ორგანიზაცია – აფხ. ხსნის კომიტეტი (1994-იდან არასამთავრობო საზ. მოძრაობა „მშვიდობა და აფხაზეთის აღორძინება“), რ-საც თავად ხელმძღვანელობდა.
მ. სხვადასხვა დროს არჩეული იყო სოხუმის საქალაქო საბჭოს აღმასკომის, აფხ. და საქართვ. უმაღლესი საბჭოების, თბილ. საქალაქო საბჭოს აღმასკომის დეპუტატად.
მ. ავტორია სამეცნ. ნაშრომების, რ-ებიც ეხება ეკონ. და სახალხო მეურნეობის მართვის საკითხებს. განსაკუთრებით აღსანიშნავია პუბლიც. ნაშრომები ეროვნებათაშორის პრობლემებზე, რისთვისაც მიენიჭა გ. შარვაშიძის სახ. პრემია (1996). მიღებული აქვს ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენი (1997).
თხზ.: ჯვარცმული აფხაზეთი, თბ., 2010; Повышение эффективности сельскохозяйственного производства Грузинской ССР, Тб., 1986; Экономика агропромышленного комплекса Грузинской ССР, Тб., 1988; Абхазия: пути к миру и возрождению, Тб., 2006.